“ვარდებს არასდროს იწვიმებს, თუ გვინდა რომ გვქონდეს უფრო მეტი ვარდი, უნდა დავრგოთ უფრო მეტი ვარდი”
– მარი ან ევანს, ცნობილი როგორც ჯორჯ ელიოტი
დავიბადე და გავიზარდე ერთ-ერთ ძალიან პატარა ქალაქში, საქართველოში. ქვეყანა, რომელიც მდებარეობს კავკასიის რეგიონში. 90-იანი წლების საქართველოში ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში, მოსახლეობას სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა აწუხებდა. მახსოვს, ხანდახან ლამპის ან სანთლის შუქზე უნდა მოგვემზადებინა საშინაო დავალება, ხშირად ზამთარში გათბობაც კი ჭირდა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი, ის იყო რომ იდეებით და განათლებით გაგვენათებინა გონება.
იყო გოგო მამაკაცებით დომინირებულ საზოგადოებაში, მოითხოვს ორმაგ ენერგიას, მოტივაციას, და მუდმივად იმის მტკიცებას, რომ ჩვენც იმდენადვე მნიშვნელოვნები ვართ, როგორც ბიჭები. საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს გენდერულ სტერეოტიპებს, ასევე არსებობს სტიგმა და დისკრიმინაცია სხვადასხვა უმცირესობის მიმართ. დღესდღეობით, საქართველოში სქესის შერჩევითი აბორტების და ნაადრევი ქორწინებების რიცხვი კვლავაც მაღალია, ასევე ახალგაზრდები ვერ იღებენ შესაბამის ინფორმაციას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, ეს თემა საზოგადოებაში კვლავაც ტაბუირებულია.
2012 წელს დავესწარი ტრენერთა ტრენინგს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ და ეს აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. აღმოვაჩინე რომ, ამ საკითხის ირგვლივ ჩემი ცოდნა ძალიან მწირი იყო და მივხვდი, რომ ასობით ათასი ახალგაზრდა ჩემს საზოგადოებაში სწორედ იმ სიტუაციაში იყო როგორშიც მე – ინფორმაციაზე წვდომის მაგივრად, ჩვენც ვიზიარებდით მითებს და სტერეოტიპებს.
სწორედ ამ დროს გავიაზრე, რომ მე და ჩემი თანატოლები ვართ ისინი, ვისაც შეგვიძლია “დავრგოთ ვარდები”. გზა, რომელიც გავიარეთ ისევე ეკლიანი იყო, როგორც ვარდი, მაგრამ ვცადეთ და გამოგვივიდა. ჩვენს მუნიციპალიტეტში დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI”. ბოლო 6 წლის განმავლობაში, განვახორციელეთ პროექტები ახალგაზრდების გაძლიერებისა და მათი მონაწილეობის გაზრდის, ასევე ახალგაზრდებში გენდერის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. დღესდღეობით ვხედავ, რომ ვარდები რომლებიც დავრგეთ, იზრდებიან, ვხედავ ბევრ ახალგაზრდას, რომლებიც მუშაობენ და იბრძვიან პოზიტიური ცვლილებებისათვის.
ამ წლებში მიღებული გამოცდილება, დამეხმარა ჩემი საქმიანობა გამეფართოვებინა ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. მიღებული მაქვს მონაწილეობა საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის განვითარებაში, ასევე ვიყავი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ახალგაზრდული მრჩეველთა პანელის წევრი. გავიარე ფელოუშიპის პროგრამა ახალგაზრდების განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტში PETRI – Sofia და ამჟამად ვარ ევროპის ახალგაზრდული ქსელის YouAct-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
თუმცა, მიუხეადავად მიღწევებისა, არ ვკარგავ ჩემს თემთან და მუნიციპალიტეტთან კავშირს. ყოველთვის ვცდილობ იმ საკითხებს გავუწიო ადვოკატირება, რაც ყველაზე მეტად აწუხებს
ათასობით ახალგაზრდას ჩემს საზოგადოებაში. მჯერა, რომ თითოეულ, თუნდაც მცირე აქტივობას შესაძლოა ჰქონდეს პოზიტიური ზეგავლენა. მჯერა, რომ ყოველთვის არის გზა, შევიტანოთ ჩვენი წვლილი პოზიტიური ცვლილების მიღწევაში და დავრგოთ “ვარდები.”
#YoungWomenSay is a collaboration between SayItForward.org and The Torchlight Collective in support of International Youth Day 2018 and culminating on International Day of the Girl. This campaign features blogs from incredible young women from around the world, and is designed to harness the power of storytelling and social media to drive attention to the lived experiences, dreams, and aspirations of young women around the world
We invite you to follow Say It Forward on Twitter, Facebook, and Instagram… and follow The Torchlight Collective on Facebook, Twitter and their hashtag #TheTorchlightCollective.